
მაია გაბუნია
მაია გაბუნია არის ფსიქოლოგი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი სტრატეგიული კომუნიკაციისა და კორპორატიული რეპუტაციის მართვის თვრამეტწლიანი გამოცდილებით.
2004 წლიდან ხელმძღვანელობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურს, დაგეგმილი და განხორციელებული აქვს საკომუნიკაციო სტრატეგია ისეთი ინოვაციური პროექტებისათვის, როგორც იყო ერთიანი ეროვნული გამოცდები, სრულად კომპიუტერული გამოსაშვები გამოცდების სისტემა და ა.შ.
როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, მუშაობდა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ ცნობიერების ამაღლების, ახალგაზრდულ თუ ბიზნეს პროექტებზე.
პროფესიული საქმიანობის განმავლობაში დაგეგმილი და განხორციელებული აქვს კრიზისული კომუნიკაციისა თუ დამოკიდებულების შეცვლის კამპანიები სხვადასხვა პროექტებისათვის, შემუშავებული აქვს საკომუნიკაციო სტრატეგია სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.
გააჩნია მარკეტინგული კომუნიკაციების მართვის რვაწლიანი გამოცდილება.
2010 წლიდან საქმიანობს აკადემიურ სფეროში - არის საზოგადოებასთნ ურთიერთობისა და კომუნიკაციის მიმართულებით ლექტორი, ტრენერი.
